„არა ბულინგს! - „ძალადობა სისუსტეა!“ - ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო კვირეული ჩატარდა 
14-04-2025

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს საგნობრივ ცოდნასთან ერთად, ტოლერანტობას, ემპათიას, საკუთარი და სხვისი უფლებების პატივისცემას ასწავლიან და მეგობრობისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების მნიშვნელობის გააზრებაში ეხმარებიან.  

ახლახან, სკოლაში პედაგოგების - ლალი მურადაშვილისა და ნაზი ხუციშვილის თაოსნობით, ჩატარდა კვირეული ბულინგის თემაზე სახელწოდებით - „არა ბულინგს!“, „ძალადობა სისუსტეა!“.

კვირეულის მიზანი იყო მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება, ბულინგის სხვადასხვა ფორმის ამოცნობა, მისი შედეგების გააზრება და სკოლაში უსაფრთხო, მეგობრული გარემოს ხელშეწყობა.

კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა მოისმინეს საუბრები ბულინგის შესახებ, მოამზადეს და წარადგინეს პრეზენტაცია, ასევე მოეწყო ფილმების ჩვენება, შეიქმნა პოსტერები და თვალსაჩინობა.

აქტივობები მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა. 

სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის პედაგოგებს საჭირო და აუცილებელი აქტივობისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203