იუმორისა და პოზიტიური ემოციების ზეიმი ფიროსმანის საჯარო სკოლაში 
14-04-2025

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრება სასწავლო-შემეცნებითთან ერთად გაჯერებულია სახალისო და თავშესაქცევი აქტივობებით. 

რა თქმა უნდა, მოსწავლე მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა სიცილის საერთაშორისო დღე. 

ამ დღეს ბევრ ქვეყანაში აღნიშნავენ, 1-ელ აპრილს ყველა, დიდი თუ პატარა, ლაღობს, ხალისობს, ნაცნობსა თუ უცნობს ოინებს უმზადებს, თვითონაც იცინის და სხვებსაც გულიანად აცინებს.

არც ფიროსმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გამოპარვიათ ეს სამხიარულო თარიღი. 

განსაკუთრებით იმიხარულეს და ერთმანეთს სასაცილო ოინები მოუწყეს, მეხუთე და მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა.

მოსწავლეებს საშუალება მიეცათ, გამოეხატათ პოზიტიური ემოციები და მეგობრებთან ერთად გაეზიარებინათ მხიარული განწყობა. აქტივობებში მონაწილეობდნენ - გეგა ხილაძე, ნიკოლოზ ქიზინიძე, ლაშა ივანაძე, აჩი შაინიძე, ლანა ხოზრევანიძე, ლუკა ივანაძე, გვანცა ქათამაძე და
ანასტასია ბერიძე.

მოსწავლეებს ამ მხიარულობაში მხარი დაუჭირა და მათ შეუქმნა მეგობრული გარემო, ინგლისური ენის მასწავლებელმა  ლეილა ტარიელაძემ.

პირველი აპრილი სკოლაში იქცა პოზიტიკური ემოციების გაზიარების ზეიმად. დღის ბოლოს მოსწავლეებმა გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203