დაბა ურეკის საჯარო სკოლის მე-8 კლასელმა - მარიამ ჩერნიშოვმა საერთაშორსო ჩემპიონატზე, საზღვაო ნიჩბოსნობაში პირველი ადგილი დაიკავა
14-04-2025

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია, მათი მიღწევები კი საამაყო. 

ამჟამად სკოლაში, მე-8 კლასის მოსწავლის - მარიამ ჩერნიშოვის წარმატებით ხარობენ. 

4-6 აპრილის ჩათვლით, კვიპროსში ჩატარდა 14 წლამდე ჩემპიონატი საზღვაო ნიჩბოსნობაში, რომელშიც მონაწილეობდა ურეკის საჯარო სკოლის მე-8 კლასელი მარიამ ჩერნიშოვი, რომელიც საქართველოს კლუბ „ლეონის“ სახელით ასპარეზობდა და დაიკავა პირველი ადგილი. 

აღსანიშნავია, რომ ამ ჩემპიონატში მონაწილეობდა ევროპისა და აზიის 17 ქვეყნის 145 სპორტსმენი. 

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და წინსვლასა და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ურეკის საჯარო სკოლის სახელით ვულოცავთ მარიამს ღირსეულ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...