კუშის საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები ღონისძიებით გაიხსენეს 
11-04-2025

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კუშის საჯარო სკოლაში სევდითა და ტკივილით აღსავსე ღონისძიება გაიმართა, რომელიც მიეძღვნა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებს — საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ თარიღს.

ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში ეროვნული თვითშეგნების, სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და ისტორიული მეხსიერების გაღრმავება — რათა მათ უკეთ გააცნობიერონ ის გზა, რომელიც ქვეყანამ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისაკენ განვლო.

მოსწავლეებმა წაიკითხეს სხვადასხვა პატრიოტული ლექსი, პატივი მიაგეს გარდაცვლილთა სულებს და მოამზადეს თვალსაჩინო რესურსი.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...