
სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მეორეკლასელებმა დედაენის დღე ორიგინალურად აღნიშნეს.
დედაენის დღის აღსანიშნავად, მეორე კლასის მოსწავლეებმა მასწავლებლის მაია ფიცხელაურის ორგანიზებით განსაკუთრებული ღონისძიება ჩაატარეს. პატარებმა შემოქმედებითად მიულოცეს ერთმანეთს და დამსწრეებს ეს მნიშვნელოვანი დღე. შექმნეს ანბანის ასოები და თემატური ნახატები
გაკვეთილზე მოსწავლეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია დედაენის დღის მნიშვნელობის შესახებ და გაიგეს, თუ რატომაა ქართული ენის დაცვა და დაფასება თითოეული ქართველისთვის უმნიშვნელოვანესი.
იხილეთ ფოტოები: