სტეფანწმინდის ილია მართლის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში დოკუმენტურ ფილმს უყურეს და 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებზე ისაუბრეს
11-04-2025

სტეფანწმინდის ილია მართლის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს.

სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმძიმესი თარიღი - 1989 წლის 9 აპრილი - განსაკუთრებული ყურადღებითა და პატივისცემით აღნიშნეს.

დღის ფარგლებში გაიმართა საგანმანათლებლო შეხვედრა, სადაც მოსწავლეებმა გაიხსენეს თავისუფლებისთვის დაღუპული გმირები, იმსჯელეს 9 აპრილის მოვლენების ისტორიულ და ადამიანურ მნიშვნელობაზე და დაესწრნენ დოკუმენტური ფილმის ჩვენებას, რომელიც ასახავდა იმ ტრაგიკულ დღეს.

აღნიშნული აქტივობა მიზნად ისახავდა ახალგაზრდებისთვის ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას, სამოქალაქო ცნობიერების გაღრმავებასა და თავისუფლების იდეალის კიდევ ერთხელ გააზრებას.

იხილეთ ფოტო-ვიდეო მასალა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203