აფხაზეთის N10 სკოლის ახალი შენების მშენებლობასთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
სკოლას სტუმრობდნენ მუნიციპალური ფონდის გარემოს დაცვის სპეციალისტი სალომე მეფარიშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის ბენეფიციარებთან ურთიერთობის სპეციალისტი ნუცა ბოკერიძე, განათლების სამინისტროს წარმომადგენელი თამარ ჟვანია, ასევე ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები.
შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები.
დამსწრე საზოგადოება გაეცნო ახლი სკოლის შენების დეტალებს.
მშენებლობა 2026 წლის მეოთხე კვარტლისათვის დასრულდება და აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის მოსწავლეები სრულად აღჭურვილ და კეთილმოწყობილ სკოლაში გააგრძელებენ სწავლას.
იხილეთ ფოტოები: