თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მუსიკის შთამბეჭდავი ღია გაკვეთილი 
14-04-2025

თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეები მუსიკას ხალისითა და დიდი მონდომებით სწავლობენ. 

მათ შორის აღსანიშნავია, მე-6 კლასში ჩატარებული ღია გაკვეთილი თემაზე - „ვენის კლასიკური სკოლა“, რომლესაც პედაგოგი ლალი მოსიაშვილი ხელმძღვანელობდა.

გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეთათვის ვენის კლასიკური მუსიკის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლების, მათ შორის, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტისა და ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის შემოქმედების გაცნობა და ამ ეპოქის მუსიკალური სტილის თავისებურებების გააზრება.

ღია გაკვეთილი ინტერაქტიულ გარემოში წარიმართა – გამოყენებულ იქნა აუდიო და ვიზუალური მასალა, რაც დაეხმარა მოსწავლეებს, უკეთ აღექვათ კლასიკური მუსიკის ხიბლი და მნიშვნელობა. გაკვეთილზე მოსწავლეებმა მოისმინეს ცნობილი ნაწარმოებები, განიხილეს მათი სტრუქტურა და ემოციები, რომლებიც ამ მუსიკით გადაიცემოდა.

მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი დისკუსიაში, გამოავლინეს ცნობისმოყვარეობა. 

ღია გაკვეთილმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა მუსიკალური გემოვნების განვითარებას, კლასიკური მუსიკის მნიშვნელობის გაცნობიერებასა და შემოქმედებითი უნარების წახალისებას.

ასევე, გაკვეთილმა პოზიტიური გამოხმაურება ჰპოვა სასკოლო საზოგადოებაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203