
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯარებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით.
31 მარტს, ლასურიაშის საჯარო სკოლაში π რიცხვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. (ორგანიზატორები: ე.მუშკუდიანი, ნ.ყურაშვილი).
მათემატიკურ დღესასწაულთან დაკაბშირებით, მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაცია, მოაწყვეს ნახატების გამოფენა, შექმნეს პოსტერები, ასევე მოსწავლეთა გუნდებს შორის მოეწყო მატემატიკური შეჯიბრი.
ღონისძიებაში ხალისით ჩაერთვნენ მე-7, მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეები.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიების მიზანი იყო, მოსწავლეთა დაინტერესება მათემატიკით, გააზრება თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის ყოველდღიურ ცხოვრებაში.