წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება. მოწაფეები, პედაგოგთა მხარდაჭერით აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო და წარმატებაც სახეზეა.
ახლახან, ლიის თემის N1 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე დიტო მიქავა „კინგსის“ ქართული და ინგლისური ენების ოლიმპიადებში ორი ოქროს მედლის მფლობელია. მოსწავლის დამრიგებელი დარეჯან ქარდავა გახლავთ, რომელიც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავს.
აღსანიშნავია, რომ კინგის ოლიმპიადაზე მოპოვებული ოქროს მედლებითა და დიპლომებით თავს იწონებენ ასევე მოსწავლეები - ანდრია მოლაშხია, ნათია კუხალეიშვილი, დიტო მიქავა, ლაშა-გიორგი ქურდაძე.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მათ ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: