„9 აპრილი - გმირთა გზა თავისუფლებისაკენ“ - ზემოსურების საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა გმირთა სახელის უკვდავსაყოფად ღონისძიება გამართეს 
11-04-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია გაიხსენეს.

მათ 9 აპრილს დატრიალებულ ტრაგიკულ მოვლენებზე ისაუბრეს, გაიხსენეს დღე, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას დაედო საფუძვლად, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და შექმნეს კედლის გაზეთი სახეწოდებით - „9 აპრილი - გმირთა გზა თავისუფლებისაკენ“. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნული აქტივობის მიზანი მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება და გმირების სახელის უკვდავყოფა იყო.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...