ხელედის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას ღონისძიებით მიაგეს პატივი
11-04-2025

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელედის საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს.

მოსწავლეებმა საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას ღონისძიებით მიაგეს პატივი. 

მოსწავლეემა ისაუბრეს 1989 წლის 9 აპრილს მომხდარი სისხლიანი მოვლენებისა და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის ძალისმიერი დარბევის შესახებ. 

ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ამ ისტორიული დღის მნიშვნელობის გაცნობა, დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი პატივის მიგება. 

ღონისძიებამ აჩვენა, რომ მოსწაველეები აფასებენ წინაპართა ღვაწლს და იციან თავისუფლების ფასი. 

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა დაშალა, შედეგად დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი. აღნიშნული მოვლენებიდან ზუსტად და ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...