„ეროვნული ერთობის, სამოქალაქო სოლიდარობისა და შეწირულ გმირთა ხსოვნის დღე“ - 9 აპრილის მოვლენებს კატნატუს სკოლამ ღონისძიება მიუძღვნა
10-04-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, კატნატუს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, უწყვეტად ცდილობს, ბავშვებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და იმავდროულად, მოტივაციის ასამაღლებლად, მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ; ბავშვები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში და არც ისეთ თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

მათ შორის გახლავთ 9 აპრილი, რომელსაც სასკოლო საზოგადოებამ ღონისძიება მიუძღვნა და ასე მიაგეს პატივი დაღუპული გმირების ხსოვნას.

აქტივობას ხელმძღვანელობდა „მე და საზოგადოების“ მასწავლებელი, ნატალია ბდოიანი.

„ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის - იგი უკავშირდება 1989 წლის ტრაგედიასა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. მოსწავლეებმა ისაუბრეს ამ დღეს მიმდიანრე მოვლენების შესახებ და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ 9 აპრილი საქართველოში ეროვნული ერთობის, სამოქალაქო სოლიდარობისა და შეწირულ გმირთა ხსოვნის დღეა“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...