ბეჟანოს საჯარო სკოლა სპორტის საერთაშორისო დღეს მასშტაბური სპორტული პროექტით შეუერთდა
10-04-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ბეჟანოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, უწყვეტად ცდილობს, ბავშვებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და იმავდროულად, მოტივაციის ასამაღლებლად, მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.

მათ შორის, ბეჟანოს საჯარო სკოლაში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და მოსწავლეთა დაინტერესება სპორტით, ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, რასაც ადასტურებს სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებაში მიღწეული წარმატებები.

სპორტის საერთშორისო დღეს, ბეჟანოს საჯარო სკოლა მასშტაბური პროექტით შეუერთდა: მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 კლასებს შორის ჩატარდა შეჯიბრი, რომელში მონაწილეობაც სახალისო აღმოჩნდა ბავშვებისთვის.

როგორც სკოლაში გვიამბობენ, მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მომავალ თაობებში სპორტით დაინტერესებას, აქტივობას კი ხელმძღვანელობდა სპორტის მასწავლებელი პეტო მკოიანი.

გაიცანით საპრიზო ადგილზე გასული გუნდები:

I ადგილი -  მე-6 კლასი.

II ადგილი - მე-4 კლასი.

III ადგილი - მე-7 კლასი.

სპორტულ აქტივობაში მონაწილე მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203