ბოდბისხევის საჯარო სკოლაში პოეზიის საღამო ტიციან ტაბიძის ხსოვნას მიეძღვნა
10-04-2025

სიღნაღის მუნიციპალიტეტის, ბოდბისხევის საჯარო სკოლა წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და იმავდროულად, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

ახლახან, ბოდბისხევის საჯარო სკოლაში ჩატარდა ტიციან ტაბიძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო, რომელსაც ბოდბისხევის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი - მანანა ვარაზანაშვილი ხელმძღვანელობდა. 

ღონისძიებაზე მოწვეული გახლდათ ბოდბისხევში მცხოვრები პოეტი დავით ცაბუტაშვილი,რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო და წაუკითხა საკუთარი ლექსები.

„V კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს გალაკტიონის ლექსი „რად უწოდებენ საქართველოს მგოსანთა მხარეს". ლექსები ასევე წაიკითხეს მოსწავლეებმა - გოგა გოჩიტაშვილმა, ანასტასია პავლიაშვილმა, ანამარია ხინჩიგაშვილმა, მარიამ ცაბუტაშვილმა და ბარბარე ნიკვაშვილმა. 

საკუთრი ლექსები წაიკითხეს ასევე ბოდბისხევის საჯარო სკოლის პედაგოგებმა ბესო ქვრივიშვილმა, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებმა: მანანა შიხაშვილმა და მეგული ბოსტაღანაშვილმა.

ბოდბისხევის საჯარო სკოლა მადლობას უხდის პოეზიის ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეებს და მასწავლებლებს კიდევ ერთი ლამაზი და დასამახსოვრებელი დღისათვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...