საღამოს საჯარო სკოლაში, ყველა საფეხურის მოსწავლეების მონაწილეობით, შთამბეჭდავი ღონისძიება ჩატარდა
10-04-2025

ნინოწმინიდს მუნიციპალიტეტის, საღამოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, უწყვეტად ცდილობს, ბავშვებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და იმავდროულად, მოტივაციის ასამაღლებლად, მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ; ბავშვები კი დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში.

ახლახან, საღამოს საჯარო სკოლაში ჩატარდა კულტურული ღონისძიება, რომელშიც ყველა კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ხელმძღვანელობდა გეოგრაფიის პედაგოგი, ანჟელა ნალბანდიანი, რომლის უშუალო ჩართულობით, ბავშვებმა წარმოადგინეს საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობები და როგორც სკოლაში გვიამბობენ, ღონისძიება გამორჩეული იყო თბილი, ემოციური ატმოსფეროთი, რომელიც მიზნად ისახავდა ზნეობრივი ღირებულებების გაღვივებას მოსწავლეებში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203