
თბილისის N103 საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებელ ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით, ბუნებისმცოდნეობის გაკვეთილზე დიორამის მეთოდი გამოიყენეს და სხვადასხვა ორგანიზმის საარსებო გარემოს სამგანზომილებიანი მოდელები შექმნეს.
დიორამა, როგორც ვიზუალური და შემოქმედებითი სწავლების მეთოდი, მოსწავლეებისთვის საინტერესო და ინოვაციური აღმოჩნდა. ბავშვებმა დიდი ენთუზიაზმით იმუშავეს ამ კომპლექსურ დავალებაზე, გამოიყენეს სხვადასხვა რესურსი და პროცესში გაიაქტიურეს როგორც გონებრივი, ასევე ხელოვნებით გამოხატვის უნარები.
დიორამების შექმნამ დაეხმარა მოსწავლეებს უკეთესად გაეაზრებინათ და დაემახსოვრებინათ თემის დეტალები, დაენახათ ორგანიზმების გარემოსთან კავშირი და მეტი ვიზუალური კონტექსტით გაეცნოთ სწავლებულ მასალას.
გაკვეთილის დასასრულს გაიმართა პრეზენტაცია, სადაც ბავშვებმა ერთმანეთთან გააზიარეს ნამუშევრები, დაათვალიერეს და შეაფასეს ერთმანეთის დიორამები. განსაკუთრებული მადლიერება გამოითქვა მშობლების მიმართ, რომლებიც აქტიურად ჩაერთვნენ პროცესში და მხარი დაუჭირეს ბავშვების შემოქმედებით განვითარებას.
იხილეთ ფოტოები: