ქუთაისის N19 საჯარო სკოლამ თანამედროვეობის გამორჩეულ პოეტს უმასპინძლა - „ჩვენი ძვირფასი მოსწავლეები თითოეულ სიტყვას ეფერებოდნენ“
10-04-2025

ქუთაისის N19 საჯარო სკოლამ ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში უმასპინძლა თანამედროვეობის გამორჩეულ პოეტს, ტარიელ ხარხელაურს.

როგორც etaloni.ge-ს სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები უამბობენ, ამაღელვებელი, შთამბეჭდავი და საოცარი მუხტით აღსავსე შეხვედრაზე, მაღალაკადემიური, სადა, უბრალო და უბრალოებით გენიალური ემოციები იღვრებოდა დარბაზში.

მოსწავლეებმა წაიკითხეს ამონარიდები პოეტის შემოქმედებიდან, საოცრად ემოციურ ლექსებს კი განუზომელი პატივისცემა ახლდა საპატიო სტუმრის მიმართ, რომელსაც თავადაც უჭირდა ემოციებთან გამკლავება.

„ჩვენი ძვირფასი მოსწავლეები თითოეულ სიტყვას ეფერებოდნენ და გულწრფელი ემოციებით მასპინძლობდნენ სტუმრებს ძვირფასი პოეტის ტკივილიანი, სევდიანი, მაგრამ ამავე დროს მებრძოლი და იმედიანი პოეზიის ლაბირინთებში. მასპინძლებისა და სტუმრების თვალზე მომდგარი ცრემლი ნამდვილად დასტურია იმისა, რომ პოეზიის საღამო შედგა“, - ასე გამოეხმაურა ქუთაისის N19 საჯარო სკოლა ტარიელ ხარხელაურის შემოქმედებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას.

ვიდეოები და ფოტოები იხილეთ ბმულზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203