საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-4 კლასელთა საინტერესო ინგლისურენოვანი კონფერენცია და შემეცნებითი პრეზენტაციები
22-04-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით სწავლობენ. 

სკოლა-გიმნაზიის IV კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენაში მოამზადეს საინტერესო და შინაარსიანი პროექტი, რომლის თემატიკა მნიშვნელოვან ისტორიულ და კულტურულ მოვლენებს ეხებოდა.

მოსწავლეებმა იმუშავეს სხვადასხვა თემაზე, შეაგროვეს ინფორმაცია, მოამზადეს ვიზუალური მასალა და ბოლოს ინგლისურ ენაზე წარმოადგინეს პრეზენტაციები.

თითოეული პრეზენტაცია გამოირჩეოდა გამართული ინგლისურითა და ღრმა შინაარსით. 

ბოლოს, მოსწავლეებმა სახალისო ქვიზით შეაჯამეს კონფერენცია და განვლილი მასალა.

მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვნად ეხმარება მოსწავლეებს არა მხოლოდ ენობრივი მარაგის გამდირებაში, არამედ საჯაროდ გამოსვლის, პრეზენტაციისა და გუნდურად მუშაობის უნარების განვითარებაში.

მოსწავლეთა კლასის ხელმძღვანელი ბელა ოქრიაშვილი გახლავთ, ინგლისური ენის პედაგოგი კი მზიური კოჩალიძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203