„მადლობა თავისუფლებისთვის“ - ყვარელწყლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს
11-04-2025

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვარელწყლის საჯარო სკოლაში ემოციებით დატვირთული და ეროვნული სულისკვეთებით განმსჭვალული ღონისძიება გაიმართა, რომელიც 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების გახსენებას ემსახურებოდა. 

მოსწავლეები არც ისე შორეულ წარსულში „დაბრუნდნენ“, კიდევ ერთხელ გაიხსენეს 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები და დღე, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას დაედო საფუძვლად. 

მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია, სადაც ისაუბრეს 1989 წლის 9 აპრილის ღამეს  თბილისში მომხდარი ტრაგედიის შესახებ, საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ერთხმად აღნიშნეს - „მადლობა თავისუფლებისათვის“.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203