მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის მედიაწიგნიერებისა და კიბერ ბულინგის ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა
10-04-2025

დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების და კიბერ ბულინგის ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. 

ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ V-VI კლასებში გაიმართა პრეზენტაცია და ვიდეორგოლების ჩვენება. 

ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებს მიეღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ დაიცვან თავი ინტერნეტ სივრცეში კიბერ ბულინგისგან და როგორ გამოიყენონ ინტერნეტი სწორად და მიზანმიმართულად.

პრეზენტაცია ჩაატარა სალომე მესხიამ, რომელმაც მოსწავლეებს აუხსნა ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების მნიშვნელობა და მიაწოდა რეკომენდაციები, 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ პრეზენტაციაში და მიიღეს მნიშვნელოვანი ცოდნა, რომელიც მათ დაეხმარება ინტერნეტსივრცეში უსაფრთხო და მიზანმიმართულ გამოყენებაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203