ხრიალეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა 9 აპრილზე ფილმი ნახეს
10-04-2025

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრიალეთის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა 9 აპრილზე ფილმი ნახეს. 

9 აპრილის ტრაგედიის 36-ე წლისთავთან დაკავშირებით, ხრიალეთის საჯარო სკოლის II და III კლასებში თემატური გაკვეთილი გაიმართა. მასწავლებლებმა ნატო სალუქვაძემ და მრი ჩხაიძემ მოსწავლეებს 1989 წლის 9 აპრილის მოვლენები გააცნეს და ესაუბრნენ იმ გმირებზე, რომლებმაც სიცოცხლე საქართველოს თავისუფლებისთვის შესწირეს.

ბავშვებს ასევე აჩვენეს დოკუმენტური ფილმი, რომელიც 9 აპრილის ტრაგედიის ისტორიულ მნიშვნელობასა და ქვეყნის დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზეა ფადაღებული.

პატრიოტული თემატიკის გაკვეთილმა პატარა მოსწავლეებში ღრმა ემოცია და პასუხისმგებლობის განცდა გამოიწვია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...