არწივანის საჯარო სკოლის გეოგრაფიისა და ისტორიის პედაგოგებმა მოსწავლეებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების შესახებ
10-04-2025

წალკის მუნიციპალიტეტის არწივანის საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს. სკოლის საზოგადოებამ პატივი მიაგო იმ გმირებს, რომლებიც სამშობლოს თავისუფლებისთვის საკუთარი სიცოცხლე გაიღეს.

ღონისძიების ფარგლებში, სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელმა ოთარ შაინიძემ მოსწავლეებს პირადად გაუზიარა მოგონებები იმ მძიმე დღიდან. როგორც თვითმხილველმა, მან ისაუბრა 1989 წლის აპრილში თბილისში განვითარებულ მოვლენებზე და საკუთარ ემოციურ გამოცდილებაზე, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.

ღონისძიებას უძღვებოდა ისტორიის მასწავლებელი მაყვალა დეკანაძე, რომელმაც ხაზი გაუსვა 9 აპრილის ისტორიულ მნიშვნელობას და იმ ღირებულებებს, რომლებიც დღემდე ინარჩუნებს აქტუალურობას - დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, ერთობასა და ღირსებას.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203