ვარდისუბნის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები 9 აპრილის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო აქტივობების გამო მოსწავლეებს მადლობას უხდიან
10-04-2025

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების გასახსენებლად რამდენიმე საინტერესო აქტივობა ჩატარდა უფროსკლასელების მონაწილეობით.

მე-11 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციებით სასკოლო საზოგადოებას გაახსენეს 9 აპრილის მოვლენები, მისი შედეგები და მომავლის იმედით გულანთებულებმა გამოთქვეს იმედი, რომ საქართველო ივლის მუდმივად წინ თავისუფალი და გაბრწყინებული.  

მე-10 კლასის მოსწავლეებმა მე-4 კლასის მოსწავლეებთან გამართეს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით. პატარა მეგობრები გულდასმით ისმენდნენ ინფორმაციას, იაზრებდნენ და იღებდნენ პასუხებს მათ მიერ დასმულ კითხვებზე. 

აქტივობის ბოლოს მოსწავლეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას - „დიდება გმირებს!“

სკოლის დირექტორი თამარი კაპანაძე, საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის წევრები-ირმა ყეინაშვილი, ლილი კუპატაძე, სოფიკო ბიწაძე, მე-11 კლასის დამრიგებელი ლეილა მჭედლიძე და საინფორმაციო მენეჯერი ხათუნი ასანიძე მადლობას უხდიან მოსწავლეებს საინტერესო და ნაყოფიერი დღისათვის.  

9 აპრილის ტრაგედია - 1989 წელს თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენა, რაც გამოიხატა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის საბჭოთა არმიის მიერ ძალისმიერ დარბევაში. შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი, დაშავდა 400-ზე მეტი და მომწამლავი აირისაგან ინტოქსიკაცია მიიღო 4000-მა ადამიანმა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203