
ჭიათურის N4 საჯარო სკოლის პედაგოგები როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე ზრუნავენ. შესაძლებლობების წარმოსაჩენად კი მათ ჩართულობას სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში ახალისებენ.
ახლახან, სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ გაზაფხულის სეზონის შიდასასკოლო ჩემპიონატი გაიმართა.
მოსწავლეებმა დასმულ კითხვეს წარმატებით გაართვეს თავი.
„ლოგიკის, გუნდურობის, ცოდნის და ინტელექტის გამოვლენის დღემ წარმატებით და ემოციებით ჩაიარა...“,- აღნიშნავენ სკოლაში, ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და შემდეგ ეტაპზე წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: