ჭიათურის N1 სკოლის მე-3 კლასელი ელისაბედ ხიხაძე ქართული ენისა და მათემატიკის ოლიმპიადების ოქროსმედალოსანი გახდა 
11-04-2025

ჭიათურის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში წახალისებული და მხარდაჭრილია. მოტივირებული მოსწავლეები კი ხალისით მონაწილეობენ სხვადასხვა არაფორმალური განათლების პროექტში და ცოდნასა და შესაძლებლობებს წარმატებით წარმოაჩენენ. 

მათ შორის აღსანიშნავია, მე-3ა კლასის მოსწავლის ელისაბედ ხიხაძის წარმატება, რომელმაც „კინგსის“ ქართული ენისა და მათემატიკის ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზეს. 

ელისაბედ ხიხაძე ორივე საგანში საგაზაფხულო ლიგის ოქროსმედალოსანი გახდა. 

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვრვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ვულოცავთ ჩვენს ოქროს გოგონას  და ვუსურვებთ მომავალ დიდ წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...