საგვიჩიოს საჯარო სკოლის წიგნის მოყვარული მოსწავლეები, ქართულთან ერთად, უცხოურ ლიტერატურასაც დიდი ინტერესით ეცნობიან
10-04-2025

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

ამჟამად, სკოლა ჩართულია საგანმანათლებლო პროექტში - „გვესაუბრეთ ლიტერატურაზე“.

პროექტის მონაწილე მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, მათთან შეხვედრისას,  ბატონმა გია მურღულიამ  გაუზიარა მის მიერ შექმნილი რესურსი -,,მცირე პროზა“.

ეს რესურსი წარმოადგენს უცხოელი ავტორების მცირე ზომის ნაწარმოებების კრებულს.  ლიტერატურულ კლუბ ,,ბავლის“ ხელმძღვანელი მასწავლებლებისათვის (გულისა გეგეშიძე, ზაზა შულაია) მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები იცნობდნენ არა მხოლოდ ქართულ, არამედ უცხოურ ლიტერატურასაც. ამ მიზნის მისაღწევად კი, როგორც სკოლაში აღნიშნავენ საუკეთესო რესურსია ,,მცირე პროზა“.

კლუბის მორიგ შეხვედრაზე მოსწავლეებმა განიხილეს კრებულში შეტანილი იაპონელი მწერლის - რიუნოსკე აკუტაგავას ნაწარმოები ,,ნანკინელი ქრისტე“.

 იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...