„ქართველი ერის ტკივილისა და სულიერი ამაღლების დღე”- ბიის საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები ღონისძიებით გაიხსენეს
10-04-2025

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე და პატრიოტულ მოტივებზე იზრდებიან. მომავალი თაობის პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების მიზნით არაერთი ღონისძიება იმართება. 

რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა 9 აპრილი. სკოლაში გაიმართა ღონისძიება სახელოწდებით - „9 აპრილი-ქართველი ერის ტკივილისა და სულიერი ამაღლების დღე”, რომელიც 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების გახსენებას მიეძღვნა.

ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ამ მნიშვნელოვანი ისტორიული დღის მნიშვნელობის გააზრება და ეროვნული თვითშეგნების გაღრმავება. მოსწავლეებმა პატივი მიაგეს საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას.

ღონისძიებამ ნათლად აჩვენა, რომ ახალი თაობა არ ივიწყებს წარსულს და აცნობიერებს თავისუფლების ფასს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...