
ზურაბ ეფაძის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელის საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში.
18 და 19 მარტს, სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაში „ტვინების ბრძოლა“ გაიმართა.
ინტელექტუალურ პაექრობაში უმცროსი და უფროსი ასაკის ჯგუფები მონაწილეობდნენ.
თამაში საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდა სიგელით.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში ზრუნავენ არა მხოლოდ მოსწავლეთა საგნობრივ განათლებაზე, არამედ მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე.
იხილეთ ფოტოები: