ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სატივის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი აქტივობა თუ ღონისძიება იმართება.
ამჟამად, სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს სასკოლო ლიგის თამაშები. „საქართველოს სასკოლო ლიგა 2025“-ის შიდასასკოლო თამაშებში მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი.
სკოლაში შიდასასკოლო სპორტულ აქტივობებს პედაგოგი თეო ომანაძე ხელმძღვანელობს.
ახლახან, კლასებს შორის ჩატარდა შეჯიბრი ფეხბურთში.
მოსწავლეებმა დიდი შემართებით იასპარეზეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები: