„პასუხისმგებლობა და ურთიერთპატივისცემა“ - უფლისციხის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, საინტერესო დისკუსია გაიმართა
10-04-2025

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, გაიმართა დისკუსია თემაზე - „პასუხისმგებლობა და ურთიერთპატივისცემა“.

ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის, ემპათიისა და ჯანსაღი ურთიერთობების მნიშვნელობის გააზრება. დისკუსია აქტიური მონაწილეობით, ღია და გულწრფელი დიალოგის ფორმატში წარიმართა. მოსწავლეებმა გულახდილად ისაუბრეს ურთიერთობებში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.

განხილვისას გამოიკვეთა, რომ მოსწავლეები აცნობიერებენ პასუხისმგებლობის მნიშვნელობას როგორც პირად, ისე კოლექტიურ ქცევაში.

დისკუსიის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოსმენისა და სხვა ადამიანის პოზიციის გათვალისწინების მნიშვნელობას. მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და შესთავაზეს პრობლემების გადაჭრის პრაქტიკული გზები, როგორიცაა: მშვიდობიანი დიალოგი, თანატოლის მხარდაჭერა, ზრდილობიანი ქცევა, ემოციის მართვა და სხვათა მიმართ შემწყნარებლობა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...