ეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ცნობილი მხატვრების შემოქმედება გააცოცხლეს
10-04-2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმქდებითობა წახალისებულია, მათი მხატვრული ნიჭისა და ესთეტიკური ხედვის განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადრება ექცევა. შემოქმედებითად განსაკუთრებით დატვირთულია ხელოვნების გაკვეთილები. 

ახლახან, სკოლის VII-VIII  კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში.

მათ პარალელები გაავლეს უცხოელ და ქართველ მხატვრებს შორის და მათი შემოქმედება „გააცოცხლეს“. ასევე განიხილეს ხელოვნების ისეთი საინტერესო დარგი როგორიც კინოა. 

გაკვეთილი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. 

გაკვეთილს პედაგოგი მზია კაპანაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეებს ყოველთვის საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203