დეხვირის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ნინი ყვირილიანი რესპუბლიკურ კონფერენციაზე წარმატებით წარდგა 
11-04-2025

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის მოსწავლეები დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში, იმდიდრებენ ცოდნას და იძენენ ახალ გამოცდილებას. 

5 აპრილს, ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში, ჩატარდა მეხუთე რესპუბლიკური კონფერენცია, რომლის თემა იყო: „საქართველოს მღვიმეები და ჩანჩქერები“. 

კონფერენციის მიზანი იყო - საქართველოში მდებარე საინტერესო კულტურული ობიექტების მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება და დამსწრე საზოგადოებისთვის მათ შესახებ ინფორმაციის გაზიარება.

დეხვირის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ნინი ყვირილიანმა - დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პრეზენტაცია თემაზე - „ჩქუმის ჩანჩქერი“. მოსწავლის თემის ხელმძღვანელი ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელი ლამზირა ონიანი გახლავთ. 

ნინიმ საინტერესოდ ისაუბრა ჯონოულის ხეობის ტურისტულ პოტენციალზე, ჩქუმის ჩანჩქერზე, მის მრავალფეროვან ფლორასა და ფაუნაზე.

კონფერენციის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

სკოლაში მოსწავლის აქტიურობა ახარებთ და წარმატებას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203