
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან, დირექცია და პედაგოგები მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
9 აპრილთან დაკავშირებით, სკოლაში გაიმართა ტკივილითა და სევდით აღსავსე ღონისძიება, რომელიც 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების გახსენებას მიეძღვნა.
ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ამ მნიშვნელოვანი ისტორიული დღის მნიშვნელობის გააზრება და ეროვნული თვითშეგნების გაღრმავება. სკოლის მოსწავლეებმა პატივი მიაგეს საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას.
მოსწავლეებმა შექმნეს 9 აპრილისადმი მიძღვნილი პოსტერები. ასევე უყურეს სისხლიანი ღამის მოვლენების ამსახველ ფილმს. გააჟღერეს - სიმღერა - „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“. ისაუბრეს რუსეთის იმპერიის მიერ ჩადენილ სისასტიკეზე, 21 გარდაცვლილზე და ათასობით მოწამლულ. ადამიანზე, გაზი გაუსვეს გენერალ როდიონოვის სისასტიკეს.
ღონისძიებამ ნათლად აჩვენა, რომ ახალი თაობა არ ივიწყებს წარსულს და აცნობიერებს თავისუფლების ფასს.
იხილეთ ფოტოები: