გორელოვკის N3 სკოლის პირველკლასელებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, შესწავლილი ლიტერატურული ნაწარმოებების ინცენირება დადგეს  
11-04-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. შემოქმედებითი ბუნების დავალებები მოსწავლეთა დიდი ინტერესით გამოირჩევიან. 

ახლახან, I კლასის მოსწავლეებმა საპროგრამო მასალით გაიარეს - ტექსტი „ენძელა“ და ისწავლეს ლექსი - „თებერვალო, თებერვალო“, შესწავლილი მასალა კი კომპლექსური დავალებით შეაჯერეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

კომპლექსური ბუნების მქონე დავალების ფარგლებში, პატარებმა მოირგეს როლები და ზამთრისა და ენძელას დიალოგი გაითამაშეს, ასევე წაიკითხეს ლექსები.

დავალება მოსწალეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. პირველკლასელებმა დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით გაართვეს თავი. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203