გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მე-2 კლასელმა მათემატიკის გაკვეთილზე ტანგრამის ფიგურები ააწყო
10-04-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები მათემატიკას საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ. 

მათ შორის აღსანიშნავია, მე-2 კლასში ჩატარებული გაკვეთილი თემაზე - ტანგრამი, რომელსაც პედაგოგი იამზე პაქსაძე ხელმძღვანელობდა. 

მე-2 კლასელმა მათემატიკის გაკვეთილზე შეასრულა საინტერესო და შემოქმედებითი აქტივობა – ტანგრამის ფიგურების შექმნა. 

გაკვეთილი ინტერაქტიური და შემეცნებითი ფორმატით წარიმართა. მოსწავლემ გაიგო, რა არის ტანგრამი – უძველესი ჩინური გეომეტრიული თავსატეხი, რომელიც შედგება შვიდი სხვადასხვა ფორმის ფიგურისგან. მასწავლებელმა მას აუხსნა, როგორ შეიძლება ამ ფიგურებისგან შეიქმნას სხვადასხვა ობიექტი – ცხოველები, ადამიანები, ნივთები და სხვა.

მოსწავლემ განიმტკიცა ცოდნა გეომეტრიულ ფიგურებზე.

გაკვეთილი მხიარულ და მეგობრულ გარემოში წარიმართა. ტანგრამის გამოყენება როგორც შემეცნებითი, ისე გასართობი ინსტრუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათემატიკა შეიძლება იყოს სახალისო და შთამაგონებელი თითოეული მოსწავლისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203