
ვანის მუნიციპალიტეტის სიმონ არველაძის სახელობის ფერეთის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა და კლასის ხელმძღვანელმა, ნატო ენუქიძემ ლ. მესხიშვილის სახელობის თეატრში სპექტაკლს დაესწრნენ.
მოსწავლეებმა კლასის საათით გათვალისწინებული სპექტაკლი „ხევისბერი გოჩა“ იხილეს, რომელიც ქართულ თეატრის კლასიკურ ნაწარმოებზე დაფუძნებული ემოციური და შთამბეჭდავი წარმოდგენით გამოირჩეოდა.
ვიზიტი მოსწავლეებისთვის დიდი გამოცდილება აღმოჩნდა, რადგან სპექტაკლმა მათ არა მხოლოდ კინემატოგრაფიული ხელოვნების, არამედ ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილის, თეატრის მიმართაც გაუღო ახალი კარი.
კლასის ხელმძღვანელმა, ნატო ენუქიძემ, მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა თეატრალური ხელოვნების მნიშვნელობის შესახებ მეტი გაეგოთ. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ სპექტაკლის ნახვის შემდეგ უკეთ გაიაზრეს შესწავლილი მასალა.
აღსანისნავია, რომ პედაგოგის ინიციატივითა და მოსწავლეთა მონდომების გათვალისწიენბით მომავალში იგეგმება ლ.მესხიშვილის თეატრში სტუმრობა.
მოსწავლეებმა სურათები გადაიღეს გამოჩენილი ადამიანების ძეგლებთან: ექვთიმე თაყაიშვილი, პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, იპოლიტე ხვიჩია.
იხილეთ ფოტოები: