
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრება გაჯერებულია მრავალფეროვანი კულტურულ-საგანმანათლებლო გასვლითი ღონისძიებებით.
ახლახან, სკოლა-გიმნაზიის მე-2 კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - მადონა ვარდოშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში იმყოფებოდნენ.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცული საქართველოს ეროვნული საგანძურის უდიდესი ნაწილი და უდიდესი შთაბეჭდილებებით დატვირთულები დაბრუნდნენ უკან.
იხილეთ ფოტოები: