
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში სასკოლო პროცესი შემეცნებითთან ერთად სახალისოა.
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე ზრუნავენ და მათ თავშესაქცევ აქტივობებს სთავაზობენ.
შესაბამისად, სკოლაში სიცილის მსოფლიო დღე აღნიშნეს.
სლოგანის - „მოდი ერთად ვიცინოთ!“ გარშემო მე-7 კლასის მოსწავლეები გაერთიანდნენ და მინი სკეჩები გაითამაშეს ნოდარ დუმბაძის ცნობილი ნაწარმოებიდან... დადგეს მინიატურები „კომედი შოუდან“, წარმოადგინეს სასაცილო პერსონაჟები, მხიარული ცეკვა...
„განწყობა აგვიმაღლა ზურიკელამ, ილიკომ, ბებიამ, ილარიონმა, მებუფეტემ... წარმატებები ლალი მასწავლებლის კლასს....“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა და მასწავლებლის ინიციატივა, გაამრავალფეროვნოს მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრება.
იხილეთ ფოტოები: