წინარეხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
07-04-2025

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია, ბავშვები კი ხატვის ნიჭითაც გამოირჩევიან. 

ამ ნიჭის წარმოჩენას და ესთეტიკურ განვითარებას მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი მაია თხინვალელი.

მისი ხელმძღვანელობით, სკოლაში I-IX კლასის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

ბავშვების შემოქმედებითობას სკოლამ აქტიურად დაუჭირა მხარი და ბავშვებმა ამ გამოფენით თავისი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.

„ნორჩი ხელოვანების“ ნახატებს სკოლის საზოგადოების სახით დამთვალიერებლებიც ჰყავს.

ბავშვებმა წარმოადგინეს გრაფიკული, ფერწერული, პუანტილიზმის, იმპრესიონიზმის და სხვა მიმდინარეობის ნამუშევრები, რითაც სკოლის დირექციისგან დიდი მოწონება და შექება დაიმსახურეს.

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს პატარა მხატვრებს, ხოლო მაია მასწავლებელს მადლობას ვუხდით გაწეული შრომისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა და პედაგოგის მონდომება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...