ხიზაბავრის საჯარო სკოლაში ნაადრევი ქორწინების საფრთხეებს საგანმანათლებლო პროექტი მიეძღვნა
07-04-2025

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება. 

2 აპრილს, ხიზაბავრის საჯარო სკოლაში ბიოლოგიის მასწავლებელმა - ლიანა დათაშვილმა IX-X კლასელებთან ერთად განახორციელა პროექტი თემაზე - „ნაადრევი ქორწინება“. 

პროექტის მონაწილეებმა ვრცლად ისაუბრეს ნაადრევი ქორწინების საფრთხეებზე, დამღუპველ შედეგებზე, ფსიქიკასა თუ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე და წარმოადგინეს რამოდენიმე ქეისი. მოსწავლეებმა იმსჯელეს აღნიშნული საქმეების გარშემო, დაარიგეს მათ მიერ შექმნილი ბუკლეტები და ერთხმად აღნიშნეს, რომ ადრეული ქორწინება დანაშაულია.

ღონისძიებაზე ასევე მიწვეულნი იყვნენ თემის წარმომადგენლები და სკოლის მოსწავლეთა მშობლები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203