ლაილაშის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა 
07-04-2025

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში წახალისებული და მხარდაჭერილია. 

22 მარტს, ლაილაშის საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“ გაიმართა. 

შიდასასკოლო ჩემპიონატი საინტერესოდ წარიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები. 

თითოეულმა გუნდმა მაქსიმალურად წარმოაჩინა თავისი შესაძლებლობები, კაპიტნებს  გადაეცათ სამახსოვრო სიგელები.

სკოლაში მოსწავლეთა აქტიურობა ახარებთ და წარმატებას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...