უჩმანის საჯარო სკოლაში რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს საგანმანათლებლო ღონისძიება მიეძღვნა
07-04-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

შესაბამისად, სკოლაში საგანმანათლებლო ღონისძიებით გამოეხმაურნენ რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს. 

ღონისძიება სკოლაში მასწავლებელმა რიპსიმე ტონოიანმა ჩაატარა და მოსწავლეებს ამ დღის აღნიშვნის მნიშვნელობაზე, ადამიანის უფლებებსა და ტოლერანტობაზე ესაუბრა. 

21 მარტს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე აღინიშნება

ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ფხიზლად უნდა ვიყოთ რასისტული ქცევისა და ინციდენტების, მათ შორის შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების, სიძულვილისა და რასისტული განწყობების მავნე გამოხატვის მიმართ საზოგადოებაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203