მასწავლებელთა 70% ვერ ასრულებს საშუალო და მაღალი დონის მოთხოვნებს, რომელიც შეფასების ახალი სისტემითაა განსაზღვრული - სამინისტრო 
08-05-2025

2024 წლის მონაცემებით მასწავლებელთა 70% ვერ ასრულებს შეფასების ახალი სისტემის მიერ განსაზღვრულ საშუალო და უფრო მაღალი დონის მოთხოვნებს - აღნიშნულ ინფორმაციას 2022-2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტში ვკითხულობთ.

მასწავლებლებისა და დირექტორების კვალიფიკაციის ამაღლებისა და საჭიროებებზე დაფუძნებული უწყვეტი პროფესიული განვითარების უზრუნველყოფა არის ერთ-ერთი ამოცანა, რომელიც უწყებამ უნდა შეასრულოს 

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ დადასტურებული მონაცემების მიხედვით, მასწავლებლების წილი, რომლებიც წარმატებით ასრულებენ მასწავლებელთა შეფასების ახალი სისტემის მიერ განსაზღვრულ საშუალო და უფრო მაღალი დონის მოთხოვნებს 2024 წელს 30%-ია; 2027 წლისთის ეს მაჩვენებლი 50%-მდე უნდა გაიზარდოს, ხოლო 20230 წელს მასწავლებელთა 70% უნდა ასრულდებდეს საშუალო და უფრო მაღალი დონის მოთხოვნებს.

აქვე მოცემულია ინფორმაცია სერტიფიცირებული დირექტორების შესახებაც.

სერტიფიცირებული დირექტორების წილი საერთო რაოდენობაში 2024 წელს 30%-ია. დოკუმენტის მიხედვით დაგეგმილია რომ 2027 წელს სერტიფიცირებულ დირექტორთა წილი 40%-მდე უნდა გაიზარდოს, ხოლო 2030 წლისთვის 70%-ს უნდა მიაღწიოს. 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...