
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №32 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ინიციატივაში მხარდაჭერილი და წახალისებულია. მოტივირებული მოსწავლეები კი ცოდნასა და შესაძლებლობებს წარმატებით წარმოაჩენენ, ახალ გამცდილებას იძენენ და ვითარდებიან.
სკოლის III, V, VI, VII, VIII, IX და XI კლასების მოსწავლეები 29 მარტს მონაწილეობდნენ TOEFL-ის საერთაშორისო ოლიმპიადაში, რომელიც ორგანიზებული იყო English Book Education-ის მიერ.
ოლიმპიადისთვის მოსწავლეები ინგლისური ენის ლიტერატურულმა კლუბმა - Beam With Books, მოამზადა.
კლუბის დამფუძნებელია ინგლისური ენის მასწავლებელი თამარ ციცვიძე გახლავთ, რომელიც მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს და მათი ენობრივი ცოდნის გამდიდრებაზე აქტიურად ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები: