
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს. ცოდნასა და შესაძლებლობებს კი მოწაფეები წარმატებით წარმოაჩენენ არა მხოლოდ რესპუბლიკურ არამედ საერთაშორისო ღონისძიებებზეც.
სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე დავით კვარაცხელიამ კიდევ ერთხელ მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციაში.
საკონფერენციო თემა გახლდათ - „მომავალი თაობა მდგრადი განვითარებისათვის“.
კონფერენციის ორგანიზატორია საქართველოს მასწავლებელთა საზოგადოება -Teachers Community Georgia.
მოსწავლე კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებით წარდგა.
დავით კვარაცხელიასთვის კონფერენცია საინტერესო გამოცდილება აღმოჩნდა, დაიმუხტა ახალი იდეებით.
მოსწავლეს კონფერენციაში წარმატებით მონაწილეობისთვის სერტიფიკატი გადაეცა.
დავით კვარაცხელია მასწავლებელი იზოლდა დანელია გახლავთ, რომელიც მოწაფის მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავს და მის ჩართულობას არაფორმალური განათლების პროექტებში ახალისებს.
იხილეთ ფოტოები: