ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერძენაულის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებული მრავალფეროვანი ღონისძიებებით. აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლებები.
სკოლაში, გაზაფხულის პირველ დღესასწაულებს - დედისა და ქალთა დღეებს ლამაზი ღონისძიებით შეხვდნენ. ღონისძიება, რომელიც საყვარელი ქალბატონების მიმართ სიყვარულისა და სითბოს გამოხატვას ისახავდა მიზნად შთამბეჭდავად წარიმართა.
მოსწავლეებმა ლექსებითა და სიმღერებით ხოტბა შეასხეს დედის როლსა და ამაგს, გაიხსენეს სახელოვანი ქალები, დედები და დედოფლები.
მოსწავლეებმა დედებსა და მასწავლებლებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს და საყვარელ ქალბატონებს თავიანთი შემოქმედებითობით სიამაყის საფუძველი კიდევ ერთხელ მისცეს.
იხილეთ ფოტოები: