მახათაურის საჯარო სკოლაში, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, ნახატების გამოფენა მოეწყო
04-04-2025

ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია. სწორედ, შემოქმედების გზით მათი თვალსაწიერის გაფართოებას დაეთმო საინტერესო ღონისძიება, რომელიც სკოლაში მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა. 

სკოლაში, მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელობით, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის
მიზნით, ნახატების გამოფენა მოეწყო. 

გამოფენას ხელმძღვანელობდა ხელოვნების პედაგოგი თეა გოგოლიძე.

მოსწავლეებმა ღონისძიებაზე საინტერესო ნამუშევრები წარმოადგინეს, ნათლად გაიაზრეს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა და ესთეტიკური ხედვა და შემოქმედებითი ნიჭიც წარმატებით წარმოაჩინეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203