ძველი ხიბულის საჯარო სკოლის ეზო მოსწავლე-მასწავლებლებმა ხეხილის ნერგებით, ყვავილებითა და მარადმწვანე ბუჩქებით დაამშვენეს
04-04-2025

ზვიად გამსახურდიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ხიბულის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე ზრუნევან და ბავშვებს ბუნების დაცვისკენ მოუწოდებენ. 

სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, გამწვანების ღონისძიება გაიმართა. 

დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ტრადიცია არ დაარღვიეს და მრავალფეროვანი ახალი ნერგი შემატეს სკოლის ეზოს.

ზოგმა ხილი დარგო, ზოგმა ყვავილებითა და მარადმწვანე ბუჩქებით დაამშვენა გარემო.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები თავიანთ დარგულ ხეებზე თავადვე იზრუნებენ.

„ნერგებს გავუკეთეთ წარწერები რათა პატარებმა თვითონ იზრუნონ და მოუარონ თავიან ნერგებზე“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და გარემოსდაცვის საკითხებისადმი ინტერესი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...