ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
შესაბამისად, სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა.
მოსწავლეები სლოგანის - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან!“ გარშემო გაერთიანდნენ და 21 მარტს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს.
სკოლაში გაიმართა აქტივობა - „მზის შვილები“, რომელიც ინკლიზიური განათლების მნიშვნელობას უსვამდა ხაზს.
მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად სინდრომის შესახებ არსებული მითები და რეალობა ერთმანეთისგან გამიჯნეს და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
მოსწავლეებმა დაამზადეს კედლის გაზეთი, პოსტერები, რაც მიზნად ისახავდა საზოგადოების ინფორმირებას და ცნობიერების ამაღლებას.
იხილეთ ფოტოები: